საჯარო ფინანსები

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 2015 წელსაც იქნება შესაძლებელი

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ფინანსთა სამინიტროს დადასტურებული ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმი 2015 წელსაც გაიცემა. მოქალაქეებს 2014 წლის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება შეეძლებათ. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაუბეგრავი მინიმუმი 2014 წელს უკვე 470 ათას მოქალაქეს დაუბრუნდა. საერთო მოცულობამ 131 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტრომ დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის წესი უცვლელი დატოვა. მათ, ვისაც 2014 წლის განმავლობაში ჰქონდათ 6000 ლარამდე რეგისტრირებული შემოსავლები, ამ თანხიდან შეუძლიათ მოითხოვონ დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც მინისტრის ბრძანების მიხედვით, მაქსიმუმ 1800 ლარს შეადგენს. 

დაუბერგავი მინიმუმის დეკლარირება მომავალ წელსაც შემოსავლების სამსახურის საიტზე ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი. დეკლარაციის გაფორმების შემდეგ დაუბეგრავი მინიმუმი მოქალაქეებს 2015 წელსაც სამი თვის შემდეგ ჩაერიცხებათ. 

კომენტარები