Project ArtBeat

საქართველოში თანმედროვე ხელოვნების პირველი ონლაინ პლატფორმა გაიხსნება

დღეს, 20 საათზე დედაენის ბაღში Project ArtBeat-ის ახალი პროექტის Moving Gallery-ისა და ონლაინ პლატფორმის projectartbeat.com პრეზენტაცია გაიმართება.

ვებგვერდის მეშვეობით საერთაშორისო აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, დაათვალიეროს და შეიძინოს ქართველი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები.

”Project ArtBeat-ის გუნდი ხელოვანებთან და არტპროფესიონალებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა სახის პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც მოხდება ქართული და კავკასიური თანამედროვე ხელოვნების წარდგენა როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. აქტივობები დაგეგმილია საქართველოს ცენტრალურ ქალაქებში და რეგიონებში. პროექტის  მიერ შერჩეული არტისტები, გარდა მოძრავი გალერეის და ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინსივრცისა, სხვადასხვა ბიენალეებზე და ხელოვნების ბაზრობებზე წარდგებიან საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და დაიმკვიდრებენ ადგილს გლობალურ არტსივრცეში”, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია ბუკიამ. 

კომენტარები