ირაკლი ღარიბაშავლი

პრემიერი: პრაგმატული პოლიტიკის შედეგად რუსეთში ექსპორტი 547%-ით გაიზარდა

ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი, რაც იყო საერთაშორისო თანამეგობრობის პირდაპირი რეკომენდაცია. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული პრაგმატული პოლიტიკა ჩვენ წარმატებით გავაგრძელეთ და ამის შედეგია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება, რის შედეგადაც 547%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში. ჩვენ დღემდე არ დაგვიკლია მცდელობა, რათა წარმოგვეჩინა, რომ ვართ მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტრუქციული და სტაბილური მთავრობა. ჩვენს ამ მცდელობებს პოლიტიკურ სიტუაციაზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა.

განაცხადა პრემიერმა რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის ხელშეკრულების პროექტზე კომენტარის გაკეთებისას

კომენტარები