უკანონო დაკავება

აფხაზმა სეპარატისტებმა სოფელ საწულუკიძეოს ორი მკვიდრი დააკავეს

რამდენიმე დღის წინ გალის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზმა სეპარატისტებმა ხონის სოფელ საწულუკიძეოს მკვიდრი ზაურ შვანგირაძე და ლევან ბუღაშვილი უკანონოდ დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომლის მიხედვით, ბუღაშვილი და შვანგირიძე ოკუპირებული სოხუმის დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით,  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მიიაწოდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები აფხაზეთში სამუშაოდ იყვნენ გადასულები.

კომენტარები