ეკომიგრანტები

წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებელი ბინებიდან ასახლებენ

reportiori.ge

წალკაში აჭარიდან, გურიიდან და სვანეთიდან ჩასახლებულმა ეკმიგრანტებმა რაიონულ ცენტრში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ საცხოვრებელი სახლებიდან ასახლებენ. ბოლო ერთი წლის მანძილზე ბინები 150-მდე ოჯახმა დაცალა. ოქტომბრის ბოლოსთვის საცხოვრებელ ადგილის დატოვებას კიდევ 100 ადამიანი აპირებს. როგორც ეკომიგრანტებმა განმარტეს, მათთვის გამოყოფილი ბინების ძველი მეპატრონეები დაბრუდნენ, რომლებიც საქართველოში 45 წელი არ ყოფილან. ისინი სახლებიდან პოლიციის ძალით გამოიყვანეს.

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა სხვა მეთოდებითაც ხდება. ადგილობრივი ბერძნები მათ საქონელს პარავენ, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

წალკის გამგებელი ილია საბაძე ბრალდებებს უარყოს და განმარტავს, რომ ეკომიგრანტების პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოეხმაურნენ დევნილთა და განსახლების სამინისტროში.

როგორც ცნობილია, ეკომიგრანტებმა პრემიერის სახელზე პეტიცია გაამზადეს, რომელსაც მთავრობის კანცელარიაში შაბათს, 11 ოქტომბერს მიიტანენ.

კომენტარები