ეკომიგრანტები

ომბუდსმენი: ეკომიგრანტებს საპატრიარქოს მიწებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ

ombudsman.ge

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს ბოლო რამდენიმე წელია არ აძლევენ მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლებას, რადგან სათიბი ტერიტორია საპატრიარქოს საკუთრებაა. ეკომიგრანტების პრობლემებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს.  იმის გათვალისწინებით, რომ "ტერიტორიებზე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრების უფლება არის კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული და ხელშეუვალი უფლება", სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციაში ითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მიიღოს ზომები და ეკომიგრანტებს ამავე ტერიტორიაზე არსებული სათიბი და საძოვარი ფართობით სარგებლობის კანონიერი უფლება მისცეს.

"სოფელ ალექსეევკას მიმდებარე ტერიტორიაზე არის მიწის ფართობი, რომელსაც ამ სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში იყენებდა სათიბად და საძოვრად. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია და განსაკუთრებით მიმდინარე წელს, მოსახლეობას არ აძლევენ მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლებას, რადგან სათიბი ტერიტორომბუდსმენი მთავრობას ეკომიგრანტებისთვის მიწების დაკანობებას სთხოვსია არის საპატრიარქოს საკუთრებაში.  უნდა აღინიშნოს, რომ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით არსებული მრავალი პრობლემის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორებიდან უმთავრეს საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეკომიგრანტების სტატუსის განსაზღვრისა და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტიების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების მიზნით, 2013 წლის 17 ივლისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, თუმცა კონკრეტული, ქმედითი ღონისძიებები ამ დრომდე არ განხორციელებულა. არ არსებობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისათვის გარანტირებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მთავრობას მიმართავს გამონახოს პრობლემის მოგვარების ალტერნატიული საშუალებები. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ეკომიგრანტთა ჩართულობა და მონაწილეობა, მათი უფლებების მაქსიმალურად დაცვის მიზნით.

"ასევე, ვთხოვთ მთავრობას - მიიღოს ზომები ეკომიგრანტებისთვის სათანადო საცხოვრისის გამოყოფისა და აღნიშნულ პირთა სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით", - აცხადებს ომბუდსმენი.

 

კომენტარები