NATO

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ჯარის განთავსება შეუძლია ყველგან, სადაც მოესურვება

Bendiksby / Terje/AP

“ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავისი ჯარის განთავსება ყველგან შეუძლია". ამის შესახებ NATO-ს ახალმა გენერალურმა მდივნამა, იენს სტოლტენბერგმა, კვირას, 5 ოქტომბერს, პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

გენერალური მდივნის თქმით, NATO უკრაინის კრიზისის ფონზე თავის აქტივობას გაზრდის.

“მომავალი წლიდან ამ კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება იგეგმება. NATO-ს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას სწრაფი მოქმედების ძალების თაობაზე, თუმცა, ამის გარეშეც, ალანსს უძლიერესი ჯარი ჰყავს. მათი განთავსება ჩვენ ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის ვიზიტი პოლონეთში მიზნად იმის ხაზგასმას ისახავდა, რომ რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, ალიანსი თავისი წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

NATO-ს სამიტზე, ერთი თვის წინ, ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ სწრაფი მოქმედების ძალების შეიქმნაზე. გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის მსოფლიოს ცხელ წერტილებში NATO-ს ჯარის რამდენიმე დღეში გაგზავნას.

ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმა NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 1-ლ ოქტომბერს დაიკავა.

კომენტარები