თეორემა

ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგები

"ჩვენ ის ერი არა ვართ, საკუთარ ქვეყანაში სხვა ერის წარმომადგენლებს მოსამსახურეებად დავუდგეთ, ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ სამსახურს. დღეს ყველაფერი ფასადურია და მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიას „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, ეროვნულობასთან საერთო არაფერი აქვს. თუ მათ დიდხანს ვაბოგინებთ, ეროვნული გადაგვარება მოგველის" - ეს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის და პარლამენტის ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის დაპირებაა.

ვფიქრობ, კრიმინალების გათავისუფლების გარდა, არცერთი დაპირების შესრულებაში არ ყოფილა ქართული ოცნება ისეთი თანმიმდევრული, როგორიც ქსენოფობიის გაღვივებისა და იზოლაციონისტური პოლიტიკის განხორციელებაშია. მთავრობა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ევროპელების საქართველოდან გაყრა, ევროკავშირის მოთხოვნაა და ამის გარეშე ჩვენი ევროინტეგრაცია არ გამოვა. უცხოელებთან ერთად ზარალდება ასეულობით ათასი ქართველი, რომლებსაც სხვა ქვეყნების მოქალაქეობა აქვთ. მათ აქამდე შეეძლოთ საქართველოში ჩამოსვლა და სურვილის მიხედვით დარჩენა. დღეს მათ საქართველოში მხოლოდ 180 დღით შეუძლიათ დარჩენა.

ცხადია საქართველოს, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა, მაგრამ რა რაციონალურ მიზანს ემსახურება ის რაც ბოლო პერიოდში ჩვენთან ხდება ამის ახსნას ჯერ ჯერობით ვერავინ ახერხებს.

სტუმრები: ლაშა ლაბაძე - ISET - ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა - პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი

სერგი კაპანაძე - GRASS - ის დამფუძნებელი

ნინო მაისურაძე - საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში

კომენტარები