სამომხმრებლო ბაზარი

წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით სურსათის ფასი 8%-ით არის გაზრდილი

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქსტატის მონაცემების მიხედვით, პროდუქტების ჯგუფებიდან ფასების ყველაზე მაღალი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე დაფიქსირდა. ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.4%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 27%-ით და ხილსა და ყურძენზე - 17%-ით. კვერცხსა და რძის პროდუქტებზე კი წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.

მთლიანად ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე სურსათის გაძვირებამ 2.5%-იანი გავლენა იქონია.

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წინა წელთან შედარებით ფასები 15%-ით არის გაზრდილი, რამაც მთლიანი ინფლაციის ფორმირებაზე 1.5%-იანი გავლენა იქონია. ფასების 7.4%-იანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე, ასევე ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე.

ფასები 3.4%-ით არის გაზრდილი საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგისა და ბუნებრივი აირის ჯგუფში. ბინების გაქირავების ფასი წინა წელთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი, საცხოვრებლის მოვლისა და შეკეთების ხარჯები კი 5%-ით. 

ზოგიერთ ჯგუფში წინა წელთან შედარებით ფასების შემცირებაც შეინიშნება. საქსტატის ინფორმაციით, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ჯგუფში ფასები 8%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ფასები კავშირგაბმულობის სექტორში, სადაც 0.27%-იანი კლებაა.

კომენტარები