თავისუფალი ზონა

თავისუფალი ზონის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

tzona.org/

თავისუფალი ზონის ოფისის წინ, პეკინის 34-ში ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობის მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, თავისუფალი ზონის წევრები საკუთარი ოფისის წინ იდგებიან. 

"ჩვენც აქ ვიდგებით და არსად წასვლას არ ვაპირებთ", - განაცხადა ბოკერიამ. 

თავისუფალი ზონის ოფისის მოპირდაპირე მხარეს კი, ორგანიზაციების - თავისუფალი თაობისა და ქართული იდეის აქტივისტები იკრიბებიან.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. 

ცნობისთვის, თავისუფალი თაობისა და ქართული იდეის აქტივისტები, ასევე გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტები თავისუფალი ზონის ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ზაზა დავითაიას ცემას აპროტესტებენ.

"ჩვენი მხრიდან დაპირისპირებისკენ არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული. რამდენიმე დღის წინ ცემეს ჟურნალისტი და ამას ვაპროტესტებთ. დღეს, როგორც ხედავთ, ეს ადამიანები ამოფარებულები არიან პოლიციას და პოლიციის იქით გამოსვლის ეშინიათ", - განაცხადა სამოქალაქო აქტივობის კლუბის წევრმა და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა მელორ ვაჩნაძემ და აღნიშნა, რომ თავისუფალი ზონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანონმორჩილები არიან. 

კომენტარები