ევროსაბჭო

PACE ახალაიას გათავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღებაზე საკითხი. რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა. 

24 შესწორება ნაციონალური მოძრაობის ათასობით წევრის დაკითხვების, ზეწოლების და პარლამენტის წევრების ცემის ფაქტებს ეხება

25 შესწორებაში საუბარია იმაზე, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ორი წლის თავზე, ყოფილი მთავრობის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი ციხეშია, მის საქმეზე გამოძიება მიდის. შესწორებაში პერსონალურად მოხსენიებულია: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

27 შესწორება -  შეშფოთების გამოხატვა პოლიტიკური ფიგურების და მათი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებაზე

28 შესწორება - ნაფიცი მსაჯულების სრულფასოვანი ამოქმედების ნორმისა და მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის კანონის უსწრაფესი ამოქმედების მოთხოვნა

 4 შესწორებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის დევნაზე

5 შესწორებაში ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი  ბაჩო ახალაის წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობაზე შეშფოთებას გამოხატავს და მის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

3 შესწორება - საარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ძალადობის და კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტების უსწრაფესი გამოძიების მოთხოვნა.

29 შესწორება -  ოპოზიციის ყველა ლიდერი ან ციხეშია და ან იდევნება რაც აჩენს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ეჭვებს

კომენტარები