საჯარო ფინანსები

2015 წლის ბიუჯეტი 9.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის გეგმის პირველადი ვარიანტი წარადგინა. ბიუჯეტის გეგმის განხილვას პარლამენტი შესაბამისი კომიტეტების ჩართულობით ოქტომბერში განაგრძობს. 

2015 წლის ბიუჯეტი 2014 წლის მსგავსად ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე იქნება გათვლილი. ამას ნოდარ ხადური იმით ხსნის, რომ მთავრობა კონსერვატიულ მიდგომას ირჩევს. ამ მაჩვენებელზე ბიუჯეტის გათვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო 2015 წელშიც ზრდის დაახლოებით იმავე მაჩვენებელს უნდა ელოდოს, რაც 2014 წელს იყო. 

დაგეგმილი ბიუჯეტი გათვლილია ფასების დონის 4%-იან ზრდაზე. 

2015 წელს სახელმწიფოს ვალდებულება 1.3 მილიარდი ლარით გაიზრდება. ვალდებულებების ზრდა მოხდება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი შეღავათიანი და სუვერენული კრედიტების ხარჯზე. 

ნაერთი ბიუჯეტი მთლიანად 9.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. 

გაიზარდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება. 75 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. 

კომენტარები