ნობელი

როიტერი 2014 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებს პროგნოზირებს

ტომფსონ როიტერი 2014 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებს პროგნოზირებს მედიცინის, ფიზიკის, ქიმიისა და ეკონომიკური სოციოლოგიის დარგებში. 

მკვლევრებს შორის ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ერთ-ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულარული ბიოლოგიისა და მედიცინის მკვლევარი დევიდ იულიუსია, რომელიც ტკივილის შეგრძნების ნერვულ პროცესებს მოლეკულარულ დონეზე სწავლობს, რაც ტკივილის მართვის ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. 

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ეკონომისტი ისრაელ კირზნერი როიტერის სიაში საბაზრო პროცესებისა და სამეწარმეო კვლევებში შეტანილი წვლილისთვის მოხვდა. ფიზიკის დარგში ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი პეიდონ იანგია წარმოდგენილი სინათლის გენერატორ ნანომავთულებზე მუშაობისთვის, რომლის გამოყენებაც მონაცემთა ბაზის შესაქმნელად და ოპტიკურ გამოთვლებშია შესაძლებელი. (ისრაელ კიზნერი რომ ხაზავს დაფაზე, პეიდონ იანგი თავისი მავთულებით)

ტომპსონ როიტერის 2014 წლის ნობელის ლაურეატთა პროგნოზში კიდევ 25 მკვლევარია 9 ქვეყნის სხვადასხვა კვლევითი ცენტრებიდან. 

ტომფსონ როიტერი ნობელის პრემიის ლაურეატების შესახებ პროგნოზს ყოველწლიურად აქვეყნებს. ეს პროგნოზები 2002 წლიდან მოყოლებული უკვე 35-ჯერ გამართლდა. სია Web of Science - ის მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით კეთდება. მონაცემთა ბაზაში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, სოციალური მეცნირებების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგებში ნაშრომების გლობალური ძიება და ამ დარგებში ყველაზე გავლენიანი მკვლევრების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. წამყვან მკვლევრებს იმის მიხედვით გამოარჩევენ, ვისი ციტირებაც უფრო ხშირად ხდება.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი, ყველაზე გავლენიანი მკვლევრები ციტირების ლაურეატთა სიაში ხვდებიან, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით ნობელის პრემიის პრიზის მფლობელები სწორედ ისინი ხდებიან. 

კომენტარები