უკრაინა

ხარკოვში ლენინის ძეგლი აიღეს

facebook.com/sergij.rudenko1

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვში დემონსტრანტებმა ლენინის ძეგლი აიღეს. განკარგულება ძეგლის დემონტაჟის შესახებ ოლქის გუბერნატორმა მას შემდეგ გამოსცა, რაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა პროუკრაინელმა დემონსტრანტებმა მისი დემონტაჟი თავად დაიწყეს.

ხალხი მოედანზე უკრაინული მარშის შემდეგ შეიკრიბა, რომელიც მას შემდეგ გაიმართა, რაც პრორუსმა აქტივისტებმა ქალაქში საკუთარი აქციის გამართვა სცადეს. პროვოკაციების თავიდან აცილების მიზმით ქალაქის ცენტრალურ მოდედანზე პოლიცია იყო მიბილიზებული.

კომენტარები