აშშ-ის ბრძოლა ტერორიზმთან

აშშ-მა ტერორისტთა შავ სიაში ქართველი თარხან ბათირაშვილიც შეიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმა გამოაქვეყნეს შავი სია, რომელშიც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ოცზე მეტი ადამიანია შეყვანილი. სიაში ომარ ალ შიშანის სახელით ცნობილი ქართველი თარხან ბათირაშვილიც ფიგურირებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში ჩეჩენი ტერორისტი მურად მარგოშვილიც არის მითითებული, რომელმაც სირიაში ტერორისტების საწვრთნელი ბაზა ჩამოაყალიბა.

სიაში შესული პირები ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილები. ამერიკის შეერთებული შტატები მათ სახელზე გახსნილ ანგარიშებს გაყინავს.

კომენტარები