ახალშობილის გარდაცვალება

ოზურგეთში გარდაცვლილი ახალშობილების ოჯახები ექიმს ადანაშაულებენ

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალშობილის ოჯახმა ექიმის წინააღმდეგ შსს-ს მიმართა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლით გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ორი ახალშობილი გარდაიცვალა. ორივე ოჯახი ექიმს ადანაშაულებს.

კომენტარები