ღარიბაშვილი გაეროში

პრემიერი: ჩვენი მიზანია, გავხდეთ კიდევ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისათვის

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამართულ კონფერენციაზე - ღია მმართველობის პარტნიორობა - სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) გამოჩენილი ნდობისთვის. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა შემდგომი ორი წლით OGP-ის საკოორდინაციო კომიტეტის წევრი გახდა. 

„ჩვენი მიზანია, გავხდეთ კიდევ უფრო ღია ჩვენი მოქალაქეებისათვის, მეტად ანგარიშვალდებული მათ წინაშე და უფრო მეტი და ფართო უფლებამოსილება მივანიჭოთ მათ. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებასა და სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას“, – განაცხადა პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები