ტრანსპორტი

საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბული კომპანია Etihad Airways-ი შემოდის

Etihad Airways-ის Airbus A340
Airlines.net

Etihad Airways-ი 2015 წლის 2 ოქტომბერს თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით პირველ რეისს განახორციელებს. არაბული კომპანიის მიერ დაგეგმილია რეგულარული რეისები, რომლებიც Airbus A320-ით შესრულდება.

Etihad Airways-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმს ჰოგანის თქმით, კომპანია დაინტერესბულია კავკასიის რეგიონის ბაზრით. სომხეთის ბაზარზე კომპანია ივლისის თვეში შევიდა, ხოლო საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ფრენები 2015 წელს დაიწყება.

გაერთიანებული საამიროები უკვე იქცა მსოფლიო ავიამიმოსვლის მნიშვნელოვან ჰაბად, საიდანაც ფრენები მსოფლიოს ყველა ძირითადი მიმართულებით ხორციელდება.

TAV Georgia-ს გენერალური დირექტორის მეთე ერქალის თქმით, კომპანია იმედოვნებს, რომ ხელს შეუწყობს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის საქმიანი, ეკონომიკური და ტურისტული კავშირების განმტკიცებას.

აბუ დაბის ავიახაზებთან მოლაპარაკებები თბილისში გამართულ ავაიმიმართულებების განვითარების ფორუმ Routes Silk Road 2014-ს უკავშირდება.

კომპანია 2003 წელს დაარსდა, ამჟამად კი ყოველწლიურად დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი გადაჰყავს. მისი შემოსავლები გასულ წელს $6.1 მილიარდი იყო. კომპანია Emirates-ს შემდეგ გაერთიანებული საამიროების მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა.

კომენტარები