ნაფიცი მსაჯულები

სამინისტრო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედების გადავადებას გეგმავს

იუსტიციის სამინისტრო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედების გადავადებას გეგმავს. გეგმის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება ძალაში ოქტომბრის ნაცვლად, 2016 წლის ბოლოდან შევა. უწყების განმარტებით, მოსამართლეები შესაბამისად არ არიან მომზადებულები და მთავრობას არც შესაბამისი ფინანსები გააჩნია. საპარლამენტო უმცირესობა გადავადების წინააღმდეგია. ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და იმ მოტივებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედების თარიღზე მსჯელობა პარლამენტმა გუშინ დაიწყო.

კომენტარები