ეპიდემია

ბილ გეიტსმა ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად $50 მილიონი გაიღო

ბილ და მელინდა გეიტსები მოზამბიკში
REUTERS

ბილ გეიტსის საქველმოქმედო ფონდმა დასავლეთ აფრიკაში ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად $50 მილიონი გაიღო.

$50 მილიონი ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისთვის ერთდროულად ოდესმე შეუწირავთ, - აღნიშნულია Associated Press-ის მიერ. 

შეწირული თანხა მოხმარდება ებოლას საწინააღმდეგო მედიკამენტების შეძენას, კვლევებს და ებოლას საწინააღმდეგოდ მიმართულ ბრძოლას ლიბერიაში, სიერა ლეონესა და გვინეაში. 

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ამბობს, რომ ებოლას ვირუსის აღმოსაფხვრელად საჭიროა $600 მილიონის რესურსების გადამისამართება დასავლეთ აფრიკაში. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლათი ინფიცირებულთა 53% გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 3 944-ს მიაღწია. 

კომენტარები