ზურაბ ხიზანიშვილი

ხიზანიშვილი: თბილისის დინამოში მსურდა, მაგრამ ბოლნისის სიონში ვითამაშებ

ზურაბ ხიზანიშვილი
www.whoateallthepies.tv

ზურაბ ხიზანიშვილი ბოლნისის სიონში ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გაზეთი ლელო ავრცელებს. 32 წლის მცველი, რომელსაც სხვადასხვა დროს ბრიტანულ და თურქულ კლუბებში უთამაშია, 13-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდება.

ხიზანიშვილის უკანასკნელი კლუბი თურქული ქაიზერსფორი იყო, სადაც 2011 წლიდან თამაშობდა, ბოლოს კი კონტრაქტი დაუმთავრდა.

"სა­ნამ უცხო­ე­თი­დან არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა წი­ნა­და­დე­ბა, სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­რ­ჩე­ბი. ცხვი­რა­წე­უ­ლი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, აქ თა­მა­ში რომ მე­უ­კად­რი­სა", - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

ფეხბურთელის თქმით, მას თამაში თბილისის დინამოში სურდა, თუმცა კლუბისგან წინადადება არ მიუღია და საბოლოოდ ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელთან, ამჟამად კი ბოლნისის სიონის მთავარ მწვრთნელთან, ლადო ბურდულთან თანამშრომლობას დათანხმდა.

"რა და­სა­მა­ლია და თბი­ლი­სის დი­ნა­მო­ში თა­მა­ში მსურ­და. ამ გუნ­დის "ოქ­როს თა­ო­ბის" ფეხ­ბურ­თე­ლი იყო მა­მა­ჩე­მი და მეც, ახალ­გაზ­რ­დულ ასაკ­ში, სწო­რედ "დი­ნა­მო­ში" ვთა­მა­შობ­დი.

ბოლ­ნი­სის სი­ონ­ში ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი და თა­ნა­გუნ­დე­ლი ლა­დო ბურ­დუ­ლი მუ­შა­ობს. და­სა­მა­ლი რა არის - მითხ­რა, რომ გუნ­დ­ში ჩე­მი ნახ­ვა გა­ა­ხა­რებ­და. რა­ტო­მაც არა? გა­მოც­დი­ლი ბი­ჭე­ბი თა­მა­შო­ბენ, ვარ­ჯიშს და­ვიწყებ და, შე­საძ­ლოა, მა­ლე სი­ონ­ში, ჩემ­პი­ო­ნატ­ში უახ­ლო­ეს ტურ­ში­ვე ვი­თა­მა­შო", - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

კომენტარები