უელსში NATO-ს სამიტი გაიხსნა. სამიტი გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა NATO-ს მიერ მსოფლიო მშვიდობის წინაშე დამსახურებას და აღნიშნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, კოსოვოდან სომალიმდე, ბალტიისპირეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე NATO დაახლოებით 55 000-იანი კონტინგენტითაა წარმოდგენილი.
რასმუსენმა მიმართა სამხედრო პირებს და მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
გენერალურმა მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა სამიტის ორგანიზატორებს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერს დევიდ კამერონს სამიტის მასპინძლობისთვის.
უელსის სამიტი