უელსის სამიტი

დოლიძე: საქართველო NATO-სგან მნიშვნელოვანი ელემენტების შემცველ პაკეტს ელოდება

radiotavisupleba.ge

NATO-ში საქართველოს ელჩის ლევან დოლიძის განცხადებით, საქართველო უელსის სამიტზე მნიშვნელოვანი ელემენტების შემცველი პაკეტის დამტკიცების მოლოდინშია.

"NATO-საქართველოს პაკეტის დამტკიცების მოლოდინი გვაქვს. იგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს. იმ ელემენტებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ჩვენს მისწრაფებებთან დაახლოება უნდა უზრუნველყოს. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მოკავშირეებთან სამიტის დეკლარაციის შესახებ საკმაოდ აქტიური და ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს“, - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, სამიტის ფარგლებში ასპირანტ ქვეყნებთან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც საქართველოც დაესწრება.

"სამიტის ფარგლებში ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთანაც,  საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრაა დაგეგმილი, რაც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ჩვენს თავსებადობას NATO-სთან ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ალიანსის ყველაზე თავსებად პარტნიორებთან შეხვედრა შედგება, მათ შორის, საქართველოსთან. შეხვედრის ფარგლებში ურთიერთობის შენარჩუნების და მისი კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მაქსიმალურ შედეგს მიაღწევს", - აღნიშნა NATO-ში საქართველოს ელჩმა.

კომენტარები