NDI-ის კვლევა

ნარმანია: რეიტინგი ჩემთვის თვითმიზანი არ არის

"წინასაარჩევნო პერიოდში არსებულთან შედარებით ჩემი რეიტინგის გაუმჯობესება, ვფიქრობ, პოზიტიურია, თუმცა ამაზე მეტი მუშაობა მოგვიწევს", - ასე შეაფასა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ NDI-ის ჩატარებული კვლევა და აღნიშნა, რომ მისთვის" მაღალი რეიტინგი თვითმიზანი არ არის". ცნობისთვის, NDI-ის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ნარმანია კვლევაში მონაწილეთა 45%-ს მოსწონს, რაც აპრილთან შედარებით, 4%-იანი ზრდაა.

"NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იგივეა, რაც ჩემი გუნდის პოზიცია, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა მრავალრიცხოვანი კითხვები ამ კვლევებთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში. რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, მე სულ ახლახანს, სამი კვირის წინ შევუდექი მუშაობას, აქედან გამომდინარე, ჩემი რეიტინგის შეფასება და ის მაღალია თუ დაბალი, ნაადრევად მიმაჩნია. წინასაარჩევნო პერიოდში არსებულთან შედარებით რეიტინგის გაუმჯობესება, ვფიქრობ, პოზიტიურია. თუმცა, ამაზე მეტი მუშაობა მოგვიწევს, რეიტინგი ჩემთვის თვითმიზანი არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის მაჩვენებელი, როგორ მუშაობს ადამიანი, მაგრამ ჩემთვის მთავარია, მეტი საქმე გავაკეთოთ, აქედან გამომდინარე, ეს აისახოს რეიტინგებში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები