ბენდუქიძე: ვიზების „რეფორმას“ არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ მოთხოვნებთან

ყველა ქვეყანა, რომელიც სიიდან ამოიღეს, არის საქართველოზე ბევრად მდიდარი და იქიდან არალეგალური მუშახელის შემოსვლის საფრთხე არ არსებობს. მაგალითად, ჩილეს მოქალაქეს სამჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს. სიაში არასოდეს არ ყოფილა (და ამიტომ ვერ ამოიღებდნენ) ინდოეთი და ჩინეთი, უფრო დიდი მავნებლობაა საზღვარზე ვიზის გაცემის გაუქმება; კიდევ უფრო დიდი მავნებლობაა საქართველოში ყოფნის ვადის შეზღუდვა - ეს ეხება ყველას - ევროპელებს, ამერიკელებს, იქაური პასპორტის მქონე ჩვენს თანამემამულეებს; და კიდევ ერთი ტყუილი - ამ „რეფორმას“ არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ მოთხოვნებთან.

განაცხადა კახა ბენდუქიძემ საკუთარ Facebook გვერდზე, საქართველოს მიერ 24 ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების თემაზე კომენტირებისას.

კომენტარები