მერკელის ვიზიტი საქართველოში

მერკელი თბილისში "პირველად" ბოლო ათი წლის მანძილზე მეორედ ჩამოვა

ბოლო 10 წლის განმავლობაში გერმანიის კანცლერი პირველად ჩამოვა თბილისში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

”ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა გერმანიის მთავრობასთან ასეთი ინტენსიური კონტაქტები. მოკლე პერიოდში, მე ორჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში. ამას გარდა, პირველად ბოლო 10 წლის მანძილზე, ჩვენ მივიღეთ დასტური, რომ მომავალ წელს საქართველოში შედგება ქალბატონი კანცლერის ვიზიტი”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს არ იქნება გერმანიის კანცლერის პირველი ვიზიტი საქართველოში. ანგელა მერკელი თბილისში 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

კომენტარები