ბარსელონას სასჯელი

ბარსელონა ტრანსფერებს 2016 წლის იანვრამდე ვერ განახორციელებს

FIFA-მ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბი ბარსელონა ვერ განახორციელებს ტრანსფერებს 2016 წლის იანვრამდე - იტყობინება The daily Mail.

ოფიციალური მიზეზი ის არის, რომ კატალონიელებმა "არასრულწლოვანთა დაცვის" სატრანსფერო პირობები დაარღვიეს.

კლუბში აცხადებენ, რომ სასჯელს არ შეეგუებიან და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გაასაჩივრებენ.

"18-წლამდე მოთამაშეების ტრანსფერებისა და დარეგისტრირების შესახებ FIFA-ს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბი ბარსელონა აცხადებს, რომ გააგრძელებს საკუთარი ინტერესების დაცვას უმაღლეს სპორტულ სასამართლოში, ამ შემთხვევაში - სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში", - ნათქვამია ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში.

კატალონიელებმა ამ ზაფხულს უკვე განახორციელეს რამდენიმე ტრანსფერი, მათ შორის კი ყველაზე ხმაურიანი ლუის სუარესის იყო, რომელიც 75 მილიონი ფუნტი დაჯდა. ბარსელონამ ასევე გაიფორმა ტომას ვერმალენი, ჯერემი მატიო, კლაუდიო ბრავო და ივან რაკიტიჩი. ამ შემთხვევაში, კლუბს სატრანსფერო აქტიურობის უფლება იმის გამო მიეცა, რომ FIFA-ს შესაბამის კომიტეტში აპელაცია შეიტანა, რა პერიოდშიც აკრძალვა დროებით აღარ მოქმედებდა.

 

კომენტარები