კახა თარგამაძე: ნაციონალები ციხეში არიან შესაყრელები

აკო მინაშვილი ვინ არის, „სიდედროვიჩი"? თვითონ რა უქნეს საქართველოს? მათი ორგანიზაციის ფაშისტ ლიდერს ეძებენ ახლა... აკო მინაშვილს მე რომ ვუპასუხო, ეს არის თავის მოჭრა... ვინ არის მინაშვილი... გადაკეთებული გვარებით რომ დადიან დღემდე... მე არ ვმალავ ჩემს გვარს და არც წარმომავლობას... რატომ არ ამხელენ? რატომ რცხვენიათ? აკო მინაშვილს პოლემიკა როგორ გავუბა.. ეგ თავგასიებული ღორი... საერთოდ ეგ ხალხი, ნაციონალური მოძრაობა კი არ არის... არამედ ისინი არიან ნაცისტები. ესენი ყველა დასაჭერები და ციხეში არიან შესაყრელები. ეს ნელ-ნელ ხდება კიდეც... სრულდება ყველაფერი.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე ინტერნეტგამოცემა კვირასთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის შესახებ, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის განცხადების საპასუხოდ.

კომენტარები