რუსეთი

რუსეთში ციმბირის „ფედერალიზაციის“ ლოზუნგით საპროტესტო აქციები ჩატარდა

პიკეტი ნოვოსიბირსკში რეგიონის ფედერალიზაციის მოთხოვნით
tvrain.ru

რუსეთის ქალაქებში ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირკში ციმბირის „ფედერალიზაციის" ლოზუნგით მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები ჩატარდა. ტელეკომპანია დოჟდის ცნობით, ნოვოსიბირსკში ფედერალიზაციის მომხრეებმა, მას შემდეგ რაც აქციის ორგანიზატორები სამართალდამცველებმა დაკითხეს, მხოლოდ ერთკაციანი პიკეტები მოაწყვეს. ლოზუნგებს შორის იყო ტრანსპარანტი: „პუტინ, გეყო ციმბირის ყვლეფა".

ეკატერინბურგში კი აქციაზე 15-20 ადამიანი მივიდა. მათ სპორტული აღნაგობის უცნობი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც აქციის შეწყვეტა მოსთხოვეს და აქტივისტებს პლაკატი წაართვეს. პოლიციამ ორი აქტივისტი და მათი ერთი მოწინააღმდეგე დააკავა.

17 აგვისტოს აქცია „ციმბირის ფედერალიზაციის მხარდასაჭერად" სოციალურ ქსელებში წინასწარ იყო დაანონსებული.

კომენტარები