თურქეთის პრეზიდენტი

ერდოღანი: დღეს თურქეთისთვის ახალი ეპოქა იწყება, დღეს თურქეთი ფერფლიდან აღდგა

Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul
Osman Orsal / REUTERS

თურქეთის საერთო-სახალხო არჩევნებზე არჩეული პირველი პრეზიდენტი მოქმედი პრემიერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ერდოღანმა ხმათა 52% მიიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა. ერდოღანის მთავარმა კონკურენტებმა ექმელედინ ისანოღლუმ და სელეხათინ დემირთაშმა ხმათა 38% და 10% მოიპოვეს.

მოქმედი პრემიერის გამარჯვება მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნეს. მათ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა და არჩევნების შედეგებს ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა.

"დღეს თურქეთისთვის ახალი ეპოქა იწყება. დღეს თურქეთი ფერფლიდან აღდგა, რათა ახალი ქვეყანა შეიქმნას. მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ მათი პრეზიდენტი ვიქნები, ვინც ხმა მომცა, არამედ 77 მილიონი თურქის პრეზიდენტი", - თქვა თურქეთის არჩეულმა პრეზიდენტმა.

საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ დაინიშნა. აქამდე პრეზიდენტს მეჯლისი ირჩევდა და მას ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქციები ეკისრებოდა. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერდოღანს და მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას ავტოკრატიის დამყარების მცდელობებსა და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებზე უარის თქმაში ადანაშაულებენ.

კომენტარები