აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

თბილისში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. არტისტებმა რუსთაველის გამზირზე კანაფის მოსაწევი ათასამდე ბოთლი მიიტანეს. ისინი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ მარიხუანის მოხმარების გამო, ადამიანის ციხეში ჩასმა დაუშვებელია.

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქციები პერიოდულად იმართება. მათგან ყველაზე ფართობასშტაბიანი 2 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან მოეწყო. მაშინ აქციას 5000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

კომენტარები