თურქეთი

ერდოღანი: ქართველად მომიხსენიებდნენ, უარესსაც მიწოდებდნენ - სომეხს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

"მე ქართველად მომიხსენიებდნენ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უარესსაც მიწოდებდნენ, - ისინი მე სომეხს მეძახდნენ, თუმცა მე თურქი ვარ”, - ეს განცხადება თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა.

პრემიერმინისტრ ერდოღანის ამგვარმა გამონათქვამმა თურქეთის მედიასა და სოციალურ სივრცეში აღშფოთება გამოიწვია. თურქული მედიის ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ერდოღანი ეთნიკური უმცირესობის მოხსენიების წინ ”ბოდიშს” იხდის. ერდოღანმა წარსულში ბერძნებიც მოიხსენია არაპოლიტკორექტული სიტყვით.

კომენტარები