ერეკლე კოდუას ინტერვიუ

კოდუა: პატარკაციშვილი მეუბნებოდა, მოვკლათ მერაბიშვილი, მოვიცილოთო

რუსთავი 2

სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ლონდონში ყოფნისას ბადრი პატარკაციშვილთან საუბრის დეტალებს იხსენებს, რომელშიც, კოდუას თქმით, პატარკაციშვილი ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციას ავალებდა.

"აივანზე იძახოდა, რომ ვანო მერაბიშვილი როგორმე უნდა დავაპატიმროთ. დაპატიმრებაზე ავუხსენი, რომ არ იყო ეს რეალური. ვანოს 25 დაცვის თანამშრომელი ჰყავდა. შემდეგ შემომთავაზა ნემსი გავუკეთოთო - თან ხელით მანიშნებდა. უნდოდა, ეთქვა, მოვკლათ ან რაღაც გავაკეთოთ, მოვიცილოთო. დავეჭვდი, თვითონაც ხომ არ "მწერს", ბოლოს უკვე დავრწმუნდი, რომ თვითონაც მწერდა", - თქვა კოდუამ.

ჟურნალისტი - ვანო მერაბიშვილის განეიტრალებას გთხოვდათ?

"ადამიანი მეუბნებოდა, ასე უნდა ვქნათ. მე მივიღე, რომ ის ადამიანი უნდა მომეკლა. ეს რომ გამეკეთებინა, დაცვის თანამშრომლებიც - 7 კაცი მოსაკლავი გახდებოდა. მე და ჩემს სპეცნაზელებს უნდა გაგვეკეთებინა ეს. 

ჯერ შემეკითხა, რამდენი ხალხი გყავსო. შევძლებდი თუ არა МВД-ს[შსს] აღებას ხელში საერთოდ. მინისტრი უნდა მომეკლა, МВД ჩამეგდო ხელში და მე უნდა მეხელმძღვანელა ამ პერიოდში. მთლიანი იდეა ეს იყო.", - თქვა კოდუამ.

კომენტარები