პარლამენტი

თაქთაქიშვილი: ონოფრიშვილი დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით ტყუის

დისკუსია პარლამენტში ხელფასებზე. ზაქარია ქუცნაშვილი ითხოვს ხელფასის მომატებას, დატვირთული გრაფიკი გვაქვსო, მთავრობას უკეთ გავაკონტროლებთო! 
გაინტერესებთ, რამდენია პარლამენტის წევრის ხელფასი?
ბატონმა დავით ონოფრიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დეპუტატის ხელფასია 1600 ლარი და პარლამენტში პრემიები არ გაიცემა. ვინმეს ჯერა, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ 1600 ლარს იღებენ?
ეს არის უბრალოდ ტყუილი! 
ფაქტია, რომ დღეს დამერიცხა პარლამენტის წევრის ხელფასი - სულ 3444 ლარი. ასე იყო შარშანაც, რა არის აქ დასამალი?! შესაბამისად მაქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაც და შეგიძლიათ, შეამოწმოთ.
ბატონ ონოფრიშვილს ჯერ არ აქვს შევსებული 2013 წლის დეკლარაცია, თორემ ძალიან ადვილი შესამოწმებელია, რომ მას ჩემზე მეტი ხელფასი ერიცხება ყოველთვიურად პარლამენტიდან. ის კი გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ 1600 ლარს იღებენ დეპუტატები, ეს საკმარისია და გაზრდა არ იგეგმებაო. უბრალოდ, სირცხვილია!

დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი პარლამენტში მიმდინარე დისკუსიის შესახებ facebook–ის საკუთარ გვერდზე წერს

კომენტარები