თეორემა

თვითმმართველობის არჩევნები

არჩევნები დასრულდა - ყველა ოლქში მეტ-ნაკლები მხარდაჭერით ოცნებამ გაიმარჯვა.

ხელისუფლებასა და მის მიერ მოსისხლე მტრად აღქმულ ნაციონალურ მოძრაობას შორის ხმები ასე გადანაწილდა - თითქმის მესამედი ნაციონალურ მოძრაობას, დაახლოებით ორი მესამედი - ქართულ ოცნებას.

არჩევნების დღეს, ნაციონალური მოძრაობის კამპანიის მენეჯერის - გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის გარდა, ყველაზე ხშირად დამკვირვებლები საარჩევნო ფასდაკლებებს ახსენებდნენ - მოგეხსენებათ, რომ ქართველ ბიზნესმენებმა არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ამაღლება გადაწყვიტეს და არჩევნებში მონაწილე მოქალაქეებს 20 პროცენტიანი ფასდაკლებები შესთავაზეს.

ამის მიუხედავად, არჩევნებში მაინც იმაზე ნაკლები ხალხი მივიდა, ვიდრე პირველ ტურში - სადაც უკვე ძალიან დაბალი აქტივობა იყო.

ცხადია ტაბულა დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი და ახლა უკვე ქალაქის მერი, ბატონი ნარმანია, ოლიგარქის აწ უკვე ყოფილ ფავორიტზე, საქართველოს პრეზიდენტზე ქმედითი და წარმატებული აღმოჩნდეს.

რას ნიშნავს ეს შედეგი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის - რას უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას 5-6 პროცენტს უწინასწარმეტყველებდა - გადაცემის დასაწყისში.

სტუმრები: ზვიად დევდარიანი, ირაკლი საღინაძე, ლევან თარხნიშვილი, გელა ნიკოლაიშვილი.

კომენტარები