მეორე ტურში ხონის გამგებლად ქართული ოცნების კანდიდატი, ჯემალ მებუკე აირჩიეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხონის გამგებლად ქართული ოცნების კანდიდატი, ჯემალ მებუკე აირჩიეს. მან ხმების 58% მიიღო, მისმა კონკურენტმა, ზურაბ ჯიბუხაიამ კი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 42%.

ქართული ოცნების აქტივისტებმა, ჯემალ მებუკეს გამარჯვების აღნიშვნა, შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს.

ჯემალ მებუკემ მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, კანდიდატებს წინასაარჩევნო პერიოდში არათანაბარი პირობები ჰქონდათ.

დარღვევები იყო გორდის საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებელმა ზეინაბ ფოლკეშტეინმა ამომრჩეველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საოლქო კომისიის ინფორმაციით, მას უბნის ტერიტორია პოლიციამ დაატოვებინა. თავად ფოლკენშტეინი აცხადებდა, რომ მას ფიზიკურად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი გაუსწორდა.

კომენტარები