თამარ ჟვანია: დღეს 12 საათამდე შევძლებთ პირველადი მონაცემების გამოცხადებას

იქიდან გამომდინარე რომ გვაქვს ერთი ბიულეტენი დამხოლოდ 2 კანდიდატი ფიქსირდება თითო ბიულეტენში, დღეს 12:00 საათამდე შევძლებთ პირველადი მონაცემების გამოცხადებას - ამბობს თამარ ჟვანია. 

ჟვანიას თქმით, დაწყებულია ხმის დათვლის პროცესი, რამდენიმე უბნიდან კი რამდენიმე ათეული ოქმიცაა შემოსული საარჩევნო ადმინისტრაციაში. 

ჩვენ თითოეული ოქმიდან ველოდებით რა თქმა უნდა ისეთი ოდენობის ოქმს, რომელიც იქნება წარმომადგენლობითი მაჩვენებლი, იმისთვის რომ შევძლოთ წინასწარი მონაცემების გამოცხადება - დააზუსტა ჟვანიამ. 

კომენტარები