თვითმართველობის ადგილობრივი არჩევნები 2014

ნორლანდი: არჩევნების ფასდაკლებების პროექტის გარშემო კითხვები არსებობს

არჩევნებზე წასვლის სანაცვლოდ გაკეთებული ფასდაკლებების პროექტის გარშემო კითხვები არსებობს - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.

ნორლანდის განცხადებით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზული დარღვევები არ არის. არჩევნების დღე და წინასაარჩევნო გარემო საბოლოო დასკვნაში იქნება აღწერილი. მისი თქმით ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ სერიოზული შემაშფოთებელი საკითხები გაჩნდა, რომელზეც აუცილებლად იქნება დასკვნაში საუბარი.

”არჩევნების პროცესი ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო მცირე ხარვეზები, თუმცა სერიოზულ დარღვევებზე საუბარი არ ყოფილა.

ჩვენ საბოლოო დასკვნაში ასახული იქნება არამხოლოდ არჩევნების დღე, არამედ წინასაარჩევნო გარემოც. ის სერიოზული შემაშფოთებელი საკითხები რომელიც სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა. ასევე არსებობს ინტერესი საარჩევნო ფასდაკლებებთან დაკავშირებითაც, რომელსაც ის ხალხი იღებს ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საკმაოდ საინტერესო იდეაა და ჩვენც შეიძლება ის დავნერგოთ. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ როგორ გაჩნდა ამ ფასდაკლების კონცეფცია, ცესკომ განაცხადა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი მომხდარა, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მივიღოთ ამ პროექტზე” - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.  

კომენტარები