პრემიერი: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეალურად გვსურს ქვეყანაში რეალური დემოკრატის აშენება". როგორც პრემიერმა ხმის მიცემის შემდეგ თქვა, "ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის - ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველგან ვლიდერობთ". პრემიერის განცხადებით, "ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა და ეს არის აუცილებელი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის".

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მან ხმა მისცა "ჩვენი ქვეყნის, ხალხის განვითარებას, მშვიდობას, სტბაილურობას". მისივე თქმით, მან ხმა მისცა იმას, რომ "ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება". პრემიერის განცხადებით, "ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებისთვის".

ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერს ჰკითხეს, თუ აპირებს საარჩევნო ფასდაკლებების გამოყენებას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "მე არ ვაპირებ. ეს უბრალოდ, კერძო კომპანიების ინიცატივაა. მივესალმებით, მაგრამ ამასთან ჩვენ არავითარი საერთო არ გვაქვს".

"მთავარია, აქტიურობა, მთავარია, თითოუელმა მოქალაქემ გაიაზროს, რომ მათი თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის მოქალაქის ვალის მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მჯერა, რომ მშვიდ ვითარებაში წარიმართება არჩევნები და საბოლოო შედეგებს უახლოეს პერიოდში ვიხილავთ" - დასძენს საქართველოს პრემიერი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

კომენტარები