ჟვანია: ხვალ 8 ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში არჩევნების მე-2 ტური გაიმართება

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების პროცესის დასრულების შესახებ შემაჯამებელი  ბრიფინგი გამართა. ხვალ ადგილობრივი არჩევნების მე-2 ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 

„08:00 საათიდან კენჭისყრისთვის 1,525 საარჩევნო უბანი გაიხსნება. კენჭისყრის პროცესს, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი, საერთაშორისო და მედიაორგანიზაციები დააკვირდებიან, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, მათ მეორე ტურისთვის უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ“, - ამბობს ჟვანია.

ჟვანია კენჭისყრის დღეს მოქმედ რეგულაციებსაც განმარტავს.

„არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აიკრძალება. 12 ივლისს, ასევე  აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. აქვე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე კანონით არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება იკრძალება“, - აღნიშნავს ჟვანია.

როგორც ჟვანია ამბობს, ცესკო ხვალ პირველ საინფორმაციო ბრიფინგს 08:30 საათზე გამართავს და კენჭისყრის მიმდინარეობის, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას დღის განმავლობაში რეგულარულად გაავრცელებს.

ცესკო-ს ცნობით, კენჭისყრის დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი (2 51 00 51), ონლაინ ჩატი და ონლაინოპერატორი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მერის არჩევნებში შემდეგი კანდიდატები მონაწილეობენ:

თბილისი - №5 ნიკანორ მელია (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”); №41 დავით ნარმანია (”ქართული ოცნება”);

რუსთავი - №41 დავით ჯიქია (”ქართული ოცნება”); №5 მამუკა ჩიქოვანი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

მცხეთა - №41 ავთანდილ ნემსიწვერიძე (”ქართული ოცნება”); №6 დავით მაჩხანელი (”გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია”);

გორი - №14 კახაბერ ერგემლიძე (”ირაკლი ოქრუაშვილი  - ქართული პარტია”); №41 ზურაბ ჯირკველაშვილი (”ქართული ოცნება”);

თელავი - №41 პლატონ კალმახელიძე (”ქართული ოცნება”); №5 ალექსი ძულიაშვილი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ოზურგეთი - №41  ბეგლარ სიორიძე (”ქართული ოცნება”); №8 შოთა გოგიბერიძე (”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)

ბათუმი - №41 გიორგი ერმაკოვი (”ქართული ოცნება”); №5 გიორგი დიასამიძე (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ფოთი№41  ირაკლი კაკულია (”ქართული ოცნება”); №8 უშანგი გეგენავა (”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”);

გამგებლის არჩევნებში მონაწილეობენ:

ახმეტა - №41 ბექა ბაიდაური (”ქართული ოცნება”); №3 ზურაბ ფილაშვილი (”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”);

ყვარელი - №41 ილია მზექალაშვილი (”ქართული ოცნება”); №5 ხატია დეკანოიძე (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

გორი - №41 დავით ონიაშვილი (”ქართული ოცნება”); №14 ბონდო ვათიაშვილი (”ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტია”);

თიანეთი - №41 ლელა ქიტესაშვილი (”ქართული ოცნება”); №3 ილია არჩემაშვილი (”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”);

მარტვილი - №41 ალექსანდრე გრიგალავა (”ქართული ოცნება”); №3 დავით ინჯია (”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”);

ქობულეთი  - №41 სულხან ევგენიძე (”ქართული ოცნება”);ნ №5 რევაზ ხარაზი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

ბაღდათი  - №41 ირაკლი გეგეშიძე (”ქართული ოცნება”); № 18 მევლუდ კიკნაველიძე (”სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა”);

ხონი - №41 ჯემალ მებუკე (”ქართული ოცნება”); №5 ზურაბ ჯიბუხაია (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

ტყიბული - №41 რობიზონ გვენეტაძე (”ქართული ოცნება”); №3 თენგიზ ჭიქაბერიძე (”ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია”);

ლანჩხუთი  - №41 ზაზა ურუშაძე (”ქართული ოცნება”); №8 ბარნაბ ჭყონია (”დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”);

თერჯოლა - №41 თეიმურაზ ჯაფარიძე (”ქართული ოცნება”); №5 ტარიელ ფანჩულიძე (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

თელავი - №41 ალექსანდრე შათირიშვილი („ქართული ოცნება”); №5 გიორგი ბოტკოველი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”);

ხულო - №41 ბესიკ ბაუჩაძე (”ქართული ოცნება”); №8 ემზარ ბოლქვაძე (”დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”).

კომენტარები