ედუარდ შევარდნაძე

შევარდნაძის სამგლოვიარო ცერემონიალის ტრანსლირებას GPB უზრუნველყოფს

დღეს და ხვალ საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 18:00 საათიდან დაიწყება, - ამის შესახებ ცნობას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დაკრძალვის დღეს, 13 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი 14:00 საათიდან დაიწყება და მის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს, რომელიც ერთიან სიგნალს ყველა ტელეკომპანიას მიაწვდის.

15:00 საათზე გამოსვენების ცერემონია დაიწყება, რომლის ტრანსლირებას ასევე საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

სამგლოვიარო პროცესია (15:00-დან 16:00-მდე) სამების ტაძრიდან კრწანისის რეზიდენციამდე, მესხიშვილის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე ჩაივლის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გორგასლის მოედნის მიმართულებით გაემართება.

დაკრძალვის ცერემონია 16:00 საათზე კრწანისის რეზიდენციაში გაიმართება, ასევე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები.

სამგლოვიარო მიღება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. 

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები