ნადირაშვილის განცხადება

ნადირაშვილი: წყალტუბოში საბავშვო ბაღების თანხით პრემიები გასცეს

ქართული ოცნების ხელისუფლებამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის მუხლიდან 55 857 ლარი ამოიღო და ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა (22 680 ლარი) და საკრებულოში (18 500 ლარი) მომუშავეთა ანაზღაურებისა და პრემიებისთვის მიმართა, - ამის შესასახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

ნადირაშვილის ინფორმაციით, საკრებულომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები 2014 წლის 20 ივნისს შეიტანა. 

"ქართული ოცნების აქტივისტების გაზრდილ მადას უკვე ბავშვების ინტერესები ეწირება", - აღნიშნავს ირმა ნადირაშვილი. 

კომენტარები