საქართველოს საჰაერო სივრცე

რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს უარყოფს

www.geo-army.ge

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ. РИА Новости-სთან ინტერვიუში უწყების წარმომადგენელი, რომლის ვინაობასაც საინფორმაციო სააგენტო არ ასახელებს, ამბობს, რომ საფრენი აპარატები, რომელთა შესახებაც ქართული მხარე საუბრობს, რუსეთს არ ეკუთვნის.

საქართველოს საჰაერო სივრცე მი-რვა ტიპის ვერტმფრენმა გუშინ დილით დაარღვია. ის სოფლების - მეჯვრისხევისა და საკორინთლოს თავზე დაფრინავდა.

კომენტარები