ტურისტული ინდუსტრია

ნატახტარიდან მესტიისკენ ფრენა კვირაში ოთხჯერ შესრულდება და 50 ლარი ეღირება

მესტიის აეროპორტი, სვანეთი
inmestia.com

განახლებული ინფორმაცია მესტიის მიმართულებით ფრენებზე იხილეთ აქ

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ შესრულდება და ბილეთის ღირებულება 50 ლარი იქნება. ამის შესახებ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მესტიის აეროპორტის დირექტორმა აფი გიგანმა განუცხადა. მისივე თქმით, თითო რეისზე 15 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

ფრენები უახლოეს დღეებში დაიწყება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია სერვისეირი განახორციელებს. ნატახტარიდან რეისი 11:00 საათზე, ხოლო მესტიიდან 2:00 საათზე შესრულდება.

ფრენების სიხშირე დამოკიდებული იქნება მგზავრთა აქტივობაზე - განმარტავს აეროპორტის დირექტორი.

კომენტარები