საჯარო ფინანსები

შემოსავლების სამსახური: ბიუჯეტში დაგეგმილზე 250 მილიონი ლარით მეტით შევიდა

ხუთშაბათს, 10 ივლისს, საქართველოს შემოსავლების სამსახურის დირექტორმა ირაკლი გვარამაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განვლილი ექვსი თვის საგადასახადო საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით სულ ქვეყნის ბიუჯეტში ექვსი თვის მანძილზე შემოსულია სამი მილიარდ ხუთას ორმოცდაცხრა მილიონი ლარი, რაც დაგეგმილზე დაახლოებით 250 მილიონი ლარით მეტია. და მთელი წლის დაგეგმილი შემოსავლების 49%-შეადგენს.

ირაკლი გვრამაძემ შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი პროექტის, ბიზნესისთვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნების შესახებ ისაუბრა, რომელსაც შემოსავლების სამსახური ბიზნესებს გადახდიდან 90 დღის განმავლობაში უკან დაუბრუნებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ამჟამად რეგისტრირებულ 460 000 გადამხდელზე მეტს ჯამურად 125 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ. 

საგადასახადო საქმიანობის შედეგები საქართველოს გადასახადების გადამხდელთა კავშირის დირექტორმა გიგლა მიქაუტაძემ შეაფასა. მისი თმით სახელმწიფომ აქცენტი გადასახადების შემცირებაზე უნდა გააკეთოს. მან კომენტარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილის გამართული მუშაობსა თუ მიმდინარე წელსაც 2013 წლის მსგავსად საბიუჯეტო დანახარჯების დაგეგმვა არაპროპორციულად მოხდა, შესაძლებელია ფასების მატება. 

ირაკლი გვარამაძემ საგადასახადო საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ასევე აღნიშნა, რომ  ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა გადასახადების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავებაზე, რაშიც შემოსავლების სამსახურიც ჩართული იქნება.

კომენტარები