NATO-საქართველო

აპატურაი: მეტი NATO საქართველოში, მეტი საქართველო NATO-ს განხილვებში

NATO

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო დატოვა. ჯეიმს აპატურაის თბილისში ვიზიტისას ის პაკეტი განიხილეს, რომელსაც ალიანსი საქართველოს უელსის სამიტზე შესთავაზებს. ჯეიმს აპატურაიმ გამგზავრებამდე საკუთარ FACEBOOK-ის გვერდზე ვიზიტი კიდევ ერთხელ შეაჯამა.

"პაკეტის განხილვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს უელსის სამიტი შეთანხმდება შემდეგ საფეხურებზე: მეტი NATO საქართველოში, მეტი საქართველო NATO-ს განხილვებსა და წვრთნებში, ასევე მკაფიო დადასტურება, რომ საქართველო NATO-სთან დაახლოებას აგრძელებს", - აცხადებს აპატურაი.

ჯეიმს აპატურაი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა.

კომენტარები