ქართველი კრიმინალები იტალიაში

იტალიის პოლიციამ ქართველი კრიმინალები დააკავა

www.europol.europa.eu

იტალიის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის 44 წევრი დააკავა, საიდანაც აბსოლუტური უმეტესობა ქართველია - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 

ჯგუფის წევრები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ძარცვავდნენ - ამის შესახებ ინფორმაცია ნოვარას პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა.

კარაბინიერების განცხადებით სპეცოპერაციის(სახელად ”მტკვარი”) ფარგლებში 45 კილოგრამი ოქროს სამკაულის, 200 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობისა და სხვადასხვა სახის მთლიანობაში სამი მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობის კონფისკაცია მოხდა.

კარაბინიერების განცხადებით ძვირფასეულობებს ტელევიზიით აჩვენებენ და დაზარალებულებს საშუალება ექნებათ საკუთარი ნივთები დაიბრუნონ.

კომენტარები