"ჩვენ დავასრულეთ ომი ერაყში და ყურადღება მათკენ მივმართეთ, ვინც უშუალოდ 11 სექტემბერს მოგვკლა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ალ ყაიდას ხელმძღვანელობა განადგურებულია." - ამ სიტყვებით გააჩუმა მით რომნი ბარაკ ობამამ 2012 წლის წინასაარჩევნო დებატებისას. თუმცა მხოლოდ ორნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერაყი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა დატოვა და ალ ყაიდას განაყოფმა სადამ ჰუსეინის სამშობლოს სიდიდით მეორე ქალაქი - მოსული დაიკავა.
სუნიტი მუსლიმების ისლამისტურმა დაჯგუფებამ ახალი ისლამური სახელმწიფოს, იბრაჰიმის ხალიფატის შექმნის შესახებ გვამცნო სირიისა და ერაყის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ალ ყაიდას განაყოფი აკონტროლებს. ამ დაჯგუფებაში ჩრდილოეთის მიმართულების სარდალი ქართული არმიის ყოფილი ჯარისკაცია, წარმოშობით ქისტი თარხან ბათირაშვილი.
თბილისიდან მოსულამდე სულ რაღაც 1000 კილომეტრია. რა გავლენა ექნება შიიტების და სუნიტების დაპირისპირებას მსოფლიო წესრიგზე და ჩვენს რეგიონზე, ამ თემაზე ვმსჯელობთ გადაცემის მეორე ნაწილში.
სტუმრები: ეკა ტყეშელაშვილი, თემურაზ პაპასქირი, გია ჯაფარიძე, გიგი კუბლაშვილი.




