ანაკლიაში, განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ინციდენტი მოხდა

ანაკლიაში, 32-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, განმეორებითი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, ინციდენტი მოხდა. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ვალიკო აბსანძემ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გამარჯვების აღსანიშნავად ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. თავად აბსანძე აღნიშნულ ფაქტს გაუგებრობას უწოდებს. ადგილობრივების თქმით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები ნაციონალურ მოძრაობას ლანძღავდნენ.

მოგვიანებით, ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. 

კომენტარები