ევროკავშირის წარმომადგენლობა

დიმიტროვი: საქართველომ კარგად იცის ის სირთულეები რაც რუსეთს უკავშირდება

eeas.europa.eu

ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა "რუსთავი 2"-ის ეთერში რუსეთიდან მომავალ შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ ბევრი იტანჯა დღემდე და საქართველომ იცის რუსეთთან დაკავშირებული სირთულეები. 

„არ ვიცი, რას მოიმოქმედებს რუსეთი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველები გონიერი და მიზანმიმართული ხალხია. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის ის სირთულეები, რომელიც ამ სიტუაციასთანაა დაკავშირებული და მზად უნდა ვიყოთ, რომ მიუხედავად ნეგატიური რეაქციისა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს გზას შევინარჩუნებთ. მე არა მგონია, რომ ამან განსაკუთრებული პრობლემები შექმნას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ უკვე ბევრი იტანჯა დღეისთვის და ალბათ, უკვე ვერაფერი დააშინებს ხალხს“, - განაცხადა დიმიტროვმა. 

კომენტარები